იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 355. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №313 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.159 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 355

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა