იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 355¹. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის უკანონოდ განხორციელება

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის სათანადო რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. სათანადო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ არ არის ამ კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება გულისხმობს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი საქმიანობის განხორციელებას.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3536 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 355¹

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა