იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 413. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების სხვა დარღვევა

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;

ბ) მოქალაქეთა გამოყენება ჯარის ან ობიექტების სამხედრო ოპერაციებისაგან დასაცავად;

გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები საყოველთაოდ აკრძალულია;

დ) ომის სხვა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და არ ისჯება ამ კოდექსის 411-ე ან 412-ე მუხლით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.

შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2980 – სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.191 ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 413

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა