იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 414. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

კანონი №2287 · მიღებულია 1999-07-22 · არჩეული რედაქცია: 2026-06-25 · პუბლიკაცია 296 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1999 წლის 7 სექტემბრამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს კანონპროექტი „ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ“.

2. (ამოღებულია).

3. 2001 წლის პირველ იანვრამდე შემუშავდეს და საქართველოს პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი „სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის წესის შესახებ“.

4. (ამოღებულია).

5. მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად ამ სასჯელის მისი არასამუშაო ადგილას მოხდით (საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი), აღნიშნული სასჯელი შეეცვლება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ჯარიმამ არ შეიძლება გადაამეტოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობას.

6. მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული ჰქონდა საქართველოს 1960 წლის 30 დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებული გადასახლება (პირველი ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), გასახლება (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), საზოგადოებრივი გაკიცხვა (პირველი ნაწილის მე-3 ქვეპუნქტი), შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში გაგზავნა (23-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ან მშობლის უფლების ჩამორთმევა (23-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მე-2 ქვეპუნქტი), ნასამართლობის მოხსნით თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან.

7. (ამოღებულია).

8. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუ­ძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთო­ბლიო­ბის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსე­ბუ­ლი რედაქციის შესაბამისად.

ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2641 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.31 ცვლილების აქტი
ცვლილებების ისტორია (1)

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 414

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა