იურიდიული ბიბლიოთეკადაუსვით კითხვა

მუხლი 25. სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობა და მხარეთა თანასწორობა

კანონი №1772 · მიღებულია 2009-10-09 · არჩეული რედაქცია: 2026-10-28 · პუბლიკაცია 179 · ოფიციალური წყარო

დაუსვით კითხვა

1. სასამართლო ვალდებულია მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა.

2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად .

(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ კითხვის დასმის შესაძლებლობას) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/1478  – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

3. განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოსამართლეს უფლება არა აქვს, აზრი გამოთქვას ბრალდებულის (მსჯავრდებულის) დამნაშავედ თუ უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

4. თუ სასამართლო სხდომაში ორივე მხარე მონაწილეობს, ერთი მხარის შუამდგომლობასთან ან საჩივართან დაკავშირებით სასამართლო ისმენს მეორე მხარის აზრსაც. # # # # # # # #

ცვლილებების ისტორია (1)
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/1478 – ვებგვერდი, 30.12.2021წ. ცვლილების აქტი

დაუსვით კითხვა Elite Audit-ს

სისხლის სამართალი · კითხვაში მიუთითეთ: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 25

კითხვის გაგზავნა უფასოა. პასუხის ან კონსულტაციის საფასური — შეთანხმებით, მინიმუმ 200 ლარიდან. კითხვას Elite Audit აღრიცხავს და განიხილავს.

დაუსვით კითხვა